აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანისთვის იარაღის მიმწოდებელი ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესებით დაიმუქრა. ამის შესახებ ის Truth Social-ში წერს.

ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გამონაკლისს არავისთვის დაუშვებს.

"ქვეყანას, რომელიც ირანს სამხედრო იარაღს მიაწვდის, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდულ ყველა საქონელზე დაუყოვნებლივ 50%-იანი ტარიფი დაეკისრება, რაც დაუყოვნებლივ ძალაში შევა.  არანაირი გამონაკლისი ან შეღავათი არ იქნება", - აღნიშნა ტრამპმა.