შექმნილი ვითარების გამო ისრაელში ეროვნული უსაფრთხოების კაბინეტის საგანგებო სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ათასობით რაკეტა გაანადგურეს, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ იყო მიმართული.

„ვაგრძელებთ მარტივი წესის დაცვას - ვინც გვავნებს, ჩვენც ვავნებთ!“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.