ასეთ ინფორმაციას შეერთებული შტატებში გამომავალი გაზეთი „ჰილი" ავრცელებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან შეხვედრის მომდევნო დღეს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.
შეხვედრის დასაწყისში ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ის ვერ გაიმარჯვებს ნოემბრის არჩევნებში, ახლო აღმოსავლეთში დაიწყება დიდი ომი, შესაძლოა, „მესამე მსოფლიო ომი".
„თუ გავიმარჯვებთ, ყველაფერი ძალიან მარტივად იქნება. ყველაფერი გამოვა და ძალიან სწრაფად", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასაწყისში. „თუ არა, მაშინ მიიღებთ დიდ ომებს ახლო აღმოსავლეთში და, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომს. თქვენ ახლა უფრო ახლოს ხართ მესამე მსოფლიო ომთან, ვიდრე ოდესმე ყოფილხარ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. თქვენ არასოდეს ყოფილხართ ასე ახლოს, რადგან ახლა გვყავს არაკომპეტენტური ადამიანები, რომლებიც მართავენ ჩვენ ქვეყანას".