ბენიამინ ნეთანიაჰუ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს სიტყვით მიმართავს. ინფორმაციას წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ავრცელებს.
მაიკ ჯონსონის განმარტებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, შტატების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოვა.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან მუშაობს. როგორც მაიკ ჯონსონმა განმარტა, ბენიამინ ნეთანიაჰუს კონგრესში სიტყვით გამოსვლა ისრაელის მთავრობისადმი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი იქნება.