ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სერიოზულად არის შეშფოთებული ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებების გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) მიერ მისი დაპატიმრების ორდერის შესაძლო გაცემასთან დაკავშირებით . ამის შესახებ Times of Israel წერს.
მედიის ცნობით, ბოლო დღეებში მთავრობის მეთაურმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართა მსგავსი მოვლენების თავიდან ასაცილებლად. კერძოდ, ბენიამინ ნეთანიაჰუ ტელეფონით მუდმივ კონტაქტზეა, განსაკუთრებით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, რომ დაკავების ორდერი არ გამოიცეს.
ამასთან, ბოლო დიპლომატიური ძალისხმევაში ჩართულია შეერთებული შტატებიც რათა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ არ გასცეს ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და ისრაელის სხვა ოფიციალური პირების დაპატიმრების ორდერი.
თუმცა, როგორც მედია წერს, ICC-ის მიერ ორდერების გაცემა, შესაძლოა მხოლოდ დროის საკითხი იყოს,