სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს და ღაზაში "ჰამასის" ლიდერის იაჰია სინვარის დაპატიმრების ორდერი მოითხოვა ომის დანაშაულებისთვის.
კარიმ ხანმა თქვა, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ორივე მამაკაცს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ეკისრება ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, სულ მცირე, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან.
პროკურორი ორდერს ასევე ითხოვს ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის და "ჰამასის" პოლიტიკურ ლიდერ ისმაილ ჰანიეს, ასევე დაჯგუფების სამხედრო უფროს მუჰამედ დეიფის წინააღმდეგ.