ლიბანში მომხდარი ახალი სისხლისმღვრელი შეტაკებების შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მკაცრი საპასუხო ზომებით ემუქრება. ისრაელის მთავრობის მეთაურის განცხადებით, ორგანიზაციას მომხდარის გამო „ძალიან მაღალი ფასის გადახდა“ მოუწევს.
კონფლიქტის მორიგი ესკალაცია სამხრეთ ლიბანში განხორციელებულ ბოლო თავდასხმებს უკავშირდება, რომლებსაც ისრაელის არმიის ოთხი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა.
საკითხს ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისრაელი საკუთარ უსაფრთხოებაზე კომპრომისს არ დაუშვებს:
„ჩემი დირექტივა მკაფიოა: ისრაელი არ შეეგუება თავდასხმებს ჩვენს ჯარისკაცებზე ან ჩვენს ტერიტორიაზე, და ის ჰეზბოლას ამ თავდასხმებისთვის ძალიან მაღალ ფასს გადაახდევინებს“, — განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.











