ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტონალდ ტრამპზე თავდასხმას გმობს.
„პოლიტიკური ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში. მკაცრად ვგმობ თავდასხმას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე“, – წერს სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.