ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ბელგოროდიდან 9000-მდე ადამიანის ევაკუაცია იგეგმება.

"ვგეგმავთ ქალაქ ბელგოროდიდან და ბელგოროდის ოლქიდან, შებეკინსკისა და გრაივორონის რეგიონებიდან 9000-მდე მშვიდობიანი მოსახლის ევაკუაციას. 22 მარტს 1200 ბავშვი პენზასა, ტამბოვსა და კალუგაში გაემგზავრება". – ამბობს გლადკოვი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 19 მარტის დილას საჰაერო თავდაცვამ 9 ვამპირის ტიპის უკრაინული ჭურვი ჩამოაგდო. იერიშის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი, მათ შორის ერთმა მცირეწლოვანმა ხელის ნაწილი დაკარგა.

გუბერნატორის თქმით გასულ კვირას ბელგოროდის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 16 და დაშავდა 98 ადამიანი.