რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კომენტარი გააკეთა ბელგოროდთან თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე.

ვლადიმერ პუტინის თქმით, დაზვერვის მთავარ სამმართველოში იცოდნენ, რომ მათთან 65 კაცი გადაჰყავდათ, სულ კი 190 კაცის გადაყვანა იყო დაგეგმილი.

კიევის კონტროლირებადი ტერიტორიიდან, მოსკოვის დროით 11:00 საათზე, ორი რაკეტა ესროლეს IL 76-ს ორი-სამი წუთის შემდეგ ჩამოვარდა თვითმფრინავი, რეაგირება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

ამასთან, მან აღიარა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეეძლოთ შეცდომით გაესროლათ რაკეტა და ჩამოეგდოთ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი.

„არ ვიცი, მათ ეს გააკეთეს განზრახ, შეცდომით თუ გაუაზრებლად, მაგრამ აშკარაა, რომ მათ ეს გააკეთეს“, - თქვა პუტინმა და დასძინა:

„ეს ნიშნავს, რომ მათ ან ცუდად ასწავლიდნენ, ან დამოუკიდებლად კარგად ვერ სწავლობენ, ან ვერ ახერხებენ ასეთი სისტემების სწორად მართვას".

პრეზიდენტის თქმით, რაკეტები სავარაუდოდ გასროლილი იყო ან ამერიკული პატრიოტის საზენიტო სარაკეტო სისტემიდან, ან ევროპული საჰაერო თავდაცვის სისტემიდან.

ალბათ, ფრანგული იყო. ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი, - თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა უარყო მეგობრული ცეცხლის ვერსია და განმარტა, რომ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოიცნობენ რუსული თვითმფრინავების მიერ გაგზავნილ სიგნალებს და „ჩვენი-უცხო" აღჭურვილობის გვერდის ავლა ტექნიკურად შეუძლებელია.

უკრაინის მხარე პუტინს კომენტარს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. უკრაინული პრესა კი წერს, რომ არაერთგზის მოთხოვნის შემდეგ, დიდი დაგვიანებით, რუსეთმა უკრაინას მიაწოდა იმ სამხედრო ტყვეთა სია, რომლებიც სავარაუდოდ 24 იანვარს უნდა გაეცვალათ და, სავარაუდოდ, IL 76-ზე იმყოფებოდნენ.