ბელგოროდი ხუთშაბათს დილით ცეცხლის ქვეშ მოექცა, იუწყებიან ადგილობრივი Telegram–არხები და რუსული მედიის ცნობით. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ Vampire MLRS-იდან გასროლილი 14 რაკეტა ჩამოაგდეს ბელგოროდის რეგიონში. უწყებაში არ აკონკრეტებენ, განხორციელდა თუ არა დარტყმები.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარე სავაჭრო ცენტრის შენობის ფოტოები და ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ ცეცხლის ქვეშ მოექცა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რაკეტა ან მისი ნამსხვრევები 42-ე სკოლის ეზოში ჩავარდა. ადგილობრივ საჯარო გვერდებზე ასევე აქვეყნებენ კადრებს ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევების, რომლებსაც, როგორც ჩანს, ადგილობრივი მცხოვრებლები ქალაქის სხვადასხვა რაიონში უღებენ ფოტოებს.

დაღუპულთა შესახებ სხვადასხვა ცნობები ვრცელდება. მაგალითად, Telegram–არხი Shot წერს ოთხი დაღუპულის შესახებ, "ბაზა" - ხუთის, Mash - ცხრის. ასევე იუწყებიან სულ მცირე 10 დაშავებულის თაობაზე.

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.