დონალდ ტრამპი ოჰაიოს პატარა ქალაქ სპრინგფილდიდან  მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას გეგმავს. იუწყება BBC. როგორც გამოცემა აღნიშნავს,  აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მასობრივად გაასახლებს მიგრანტებს ოჰაიოს პატარა ქალაქიდან, სადაც დაუდასტურებელი ცნობებით, მიგრანტი ჰაიტელები შინაურ ცხოველებს ჭამენ.

„ჩვენ სპრინგფილდით დავიწყებთ. ჩვენ გავიყვანთ ამ ხალხს. ჩვენ მათ ვენესუელაში დავაბრუნებთ,“ – თქვა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე ახსენა კოლორადოს შტატის , ქალაქი ავრორა,  სადაც ზოგიერთი მემარჯვენე ამტკიცებს, რომ ვენესუელური ბანდა მოქმედებს. ამ განცხადებებმა შოკი გამოიწვია საზოგადოებაში და სერიოზული შედეგები მოჰყვა სპრინგფილდის მცხოვრებლებისთვის.

ტრამპმა პირველად სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა, რომ ოჰაიოს ქალაქ სპრინგფილდში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მიგრანტები შინაურ ცხოველებს ჭამდნენ. ქალაქის ოფიციალური პირები უ ამ ცნობებს კატეგორიულად უარყოფენ.