აზერბაიჯანის მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ X სოციალურ მედია პლატფორმაზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ღრმად ვართ დამწუხრებული მოძმე თურქეთში დღეს და გუშინ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმების გამო. ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებსა და ახლობლებს, სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ძალადობის შედეგად ყველა დაზარალებულს, ასევე თურქეთის მოძმე ხალხსა და მთავრობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე უსურვა დაჭრილებს სწრაფი გამოჯანმრთელება და მხარდაჭერა გამოუცხადა თურქ ხალხს ამ რთულ დროს.