დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლებულ გეგმებს წარუდგნენ. ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Axios ავრცელებს.
საუბარია შეზღუდულ მაგრამ მტკივნეულ საჰაერო დარტყმების ტალღაზ, მათ შორის ირანის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
კიდევ ერთი გეგმა, რომელსაც გააცნობენ პრეზიდენტს ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტის ირგვლივ ტერიტორიის ოკუპირებას, რაშიც მონაწილეობას სახმელეთო ჯარებიც მიიღებენ და რამაც შესაძლოა ჰორმუზის სრუტე განბლოკოს.
კვლავ განიხილება ირანის უკვე გამდიდრებული ურანის მარაგის ამოღების ოპერაციაც.
ყველა ამ გეგმის მიზანი საბოლოო ჯამში ირანის დათმობებისკენ იძულებაა - ვითარებაში გაცნობიერებული წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული საზღვაო ბლოკადა საჰაერო დარტყმებზე ეფექტურია და სწორედ ამას განიხილავს ზეწოლის მთავარ ბერკეტად.
ამასთანავე გამორიცხული არ არის, რომ ტრამპმა მწვანე შუქი აუნთოს სამხედრო ოპერაციებს, რადგანაც კვლავ ფიქრობს, რომ ეს გააძლიერებს აშშ-ს პოზიციას ირანთან მოლაპარაკებების პროცესში.







