ორი ამერიკელი ოფიციალური პირი Axios-ს უყვება, რომ მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, აშშ-სა ირანს ჩარჩო შეთანხმების მიმართულებით პროგრესი აქვთ.

ერთ-ერთო წყარო გამოცემასთან ასევე აღნიშნავს, რომ აშშ ირანთან გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, რომელსაც ვადა 21 აპრილს გასდის, გახანგრძლივებაზე არ დათანხმებულა.

"ჩვენ გვინდა შეთანხმების მიღწევა... და მათი მთავრობის გარკვეულ ნაწილებსაც სურთ შეთანხმების მიღწევა. ახლა მთავარი გამოწვევა არის ის, რომ შეთანხმებას ირანის მთელი მთავრობა დათანხმდეს" - განაცხადა აშშ-ს მესამე ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან საუბარში.

აშშ-ს ოფიციალური პირებისა და მედიაციის პროცესში ჩართული წყაროების თქმით, უახლოეს დღეებში,  ცეცხლის შეწყვეტის ვადის ამოწურვამდე, სავარაუდოდ, მხარეებს შორის პირდაპირი პირისპირ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაიმართება, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ არ არის განსაზღვრული.

აშშ-ს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ტრამპის საზღვაო ბლოკადა, რომელმაც ირანის ნავთობის ექსპორტი სრულიად შეაჩერა და ქვეყნის გაღრმავებული ეკონომიკური კრიზისი ზრდის ზეწოლას თეირანზე, რათა შეთანხმებას მიაღწიოს.

"ირანს ფული არ აქვს. ისინი გაკოტრებულები არიან. ჩვენ ეს ვიცით. და მათაც იციან, რომ ჩვენ ეს ვიცით" - განაცხადა აშშ-ს ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.