საბერძნეთში, სარკინიგზო ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 

ათენის ცენტრში პოლიციასა და დემონსტრანტთა ჯგუფს შორის შეტაკებები მოხდა. პროტესტის მონაწილეთა შორის სტუდენტებიც არიან. 

მომიტინგეთა მცირე ჯგუფმა ესროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები პოლიციას, რომელმაც უპასუხა ცრემლსადენი გაზით.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ საბერძნეთში სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 350-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, შეეჯახა სატვირთო მატარებელს. შედეგად სულ მცირე 57 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.