ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული პორტალი newsit ავრცელებს.

ათენიდან სალონიკისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლის ქალაქ ლარისას მახლობლად სატვირთო მატარებელთან შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით 32 კაცამდე გაიზარდა.

პორტალ newsit თქმით,  ლარისას საავადმყოფოებში გადაყვანილი 85 დაშავებულიდან  50-ზე მეტის მკურნალობა გრძელდება.  მათგან 25-ის მდგომარეობა მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულთა შორის არიან ორივე მატარებლის მემანქანეები და გამცილებლები, სულ 9 კაცი.

ათენიდან სალონიკის მიმართულებით 450 კაცი მგზავრობდა. აქედან 80 ლარისაში ჩავიდა. მატარებლების შეჯახების მომენტში სამგზავრო მატარებელში 370 მგზავრი იმყოფებოდა.