ბარსელონაში დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა „ბარსელონას“ და „ინტერს“ შორის.

მატჩის დასაწყისიდანვე უპირატესობა სტუმრებმა მოიპოვეს და შეხვედრის 21-ე წუთზე ისინი ორი ბურთით დაწინაურდნენ.

პირველი ნახევრის დარჩენილ დრო მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათ ტაიმის ბოლომდე შეძლეს ორი საპასუხო გოლის გატანა.

მეორე ნახევრის მე-16 წუთზე სტუმრები ისევ დაწინაურდნენ, თუმცა მასპინძლებმა მაშინვე შეძლეს წონასწორობის აღდგენა.

გოლის გატანის შანსი შეხვედრის დასრულებამდე ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ეს

„ბარსელონა“ - „ინტერი“ 3:3(2:2)
გოლები: 1' მარკუს ტურამი 0:1, 21' დენზელ დუმფრისი 0:2, 24' ლამინე იამალი 1:2, 38' ფერან ტორესი 2:2, 64' დენზელ  დუმფრისი 2:3, 65' იან ზომერი, საკუთარ კარში 3:3