პერუს დედაქალაქ ლიმაში დასრულდა 20 წლამდე ასაკის ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი 61 კგ წონით კატეგორიაში.

ქართველმა ძალოსანმა გიგა ოდიკაძემ ატაცში 123 კგ-ით მცირე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აკვრაში კი 147 კგ დასძლია და მეექვსე ადგილზე გავიდა.

ორჭიდის ჯამში გიგა ოდიკაძემ 270 კგ-ით მესამე ადგილი დაიკავა  და დიდი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

1. ელსაიედ ელარაბი (ეგვიპტე)  122+160=282კგ
2. ხოსე ებერ გონსალეს-მარმოლეხო (კოლუმბია) 125+148=273კგ
3. გიგა ოდიკაძე (საქართველო) 123(120,123,125*)+147(140,147,150)=270კგ

17 წლამდე ასაკის ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 67 კგ წონაში დიმიტრი აბრალავა ატაცში მცირე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდის ჯამში კი მეოთხე ადგილზე გავიდა.

1. ლუის ალბერტო გარსია (ვენესუელა) 116+153=269კგ
2. დან დორინ ბეტკა (მოლდოვა) 122+146=268კგ
3. ალი ჰუსი ალჰავადი (საუდის არაბეთი) 120+144=264კგ
4. დიმიტრი აბრალავა (საქართველო) 117(109,113,117)+147(141,145,147)=264კგ