ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო მანქანები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად, დისტრიბუციის მანქანის მძღოლი 25 წლამდე ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო მანქანაში მყოფი 10 წლის ძმა დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება და მას ახლა შესაბამისი კვლევები უტარდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.