ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული პორტალი news24 7 ავრცელებს.
ათენიდან სალონიკისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლის ქალაქ ლარისას მახლობლად სატვირთო მატარებელთან შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით 57 კაცამდე გაიზარდა დაკარგულთა რაოდენობა კი ათეულობითაა. ცხედრების იდენტიფიკაცია გრძელდება. მოსალოდნელია, რომ ავარიის ადგილზე სამძებრო სამუშაოები შუადღისთვის დასრულდება, წერს news24 7.
საბერძნეთის პოლიციის პრესმდივნის თქმით, ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 56 მგზავრი.