აშშ-ს ტეხასის შტატში პოლიცია ხუთი ბავშვის გარდაცვალებისა და დაჭრის მიზეზებს იძიებს. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულებს ჭრილობები დანით აქვთ მიყენებული.

3 მარტს, ამერიკის ქალაქ იტალიაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სამი ბავშვის ცხედარი იპოვეს, კიდევ ორი ​​დაჭრილი იყო, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსები შემთხვევის ადგილზე პარასკევს, დაახლოებით 16:00 საათზე მივიდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, სახლს თავს დაესხნენ. პოლიციის ინფორმაციით, მეზობელი სახლების მცხოვრებლებს საფრთხე არ ემუქრებათ. მომხდარის შესახებ სხვა დეტალებს პოლიცია ჯერ არ ავრცელებს. მომხდარის გარემოებები ზუსტდება.