გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.

გასული წლის ოქტომბერში ისრაელს და „ჰამასს" შორის ომის დაწყების შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭომ პირველად მიიღო ასეთი ტიპის რეზოლუცია და ეს შესაძლებელი გახდა შეერთებულმა შტატების პოზიციის გამო.

აშშ-მა პირველად არ დაადო ვეტო ~ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის რეზოლუციას და კენჭისყრის დროს თავი შეიკავა. რეზოლუცია 14 ხმით მიიღეს.

აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-მა არ დაადო რეზოლუციას ვეტო იმის გამო, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოთხოვნას სამართლიანად მიიჩნევს, თუმცა ხმა არ მისცა, რადგან გმობს „ჰამასის" ტერაქტებს.

ამასთან, კირბიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები „ძალიან იმედგაცრუებულია" ამ მიზეზის გამო ისრაელის დელეგაციის ვაშინგტონში ოთხშაბათისთვის დაგეგმილი ვიზიტის გაუქმებით.