„აშშ-ის არმიამ ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი სერიის დაწყების შესახებ გამოაცხადა.
აშშ-ის არმიამ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი სერია წამოიწყო. დარტყმები ვაშინგტონის დროით 17:00 საათზე (გრინვიჩით 21:00 სთ) განახლდა.
ინფორმაციას X პლატფორმაზე ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (Centcom) ავრცელებს და აცხადებს, რომ მიზანი თეირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში „სამოქალაქო ეკიპაჟებსა და კომერციულ გემებზე თავდასხმების“ აღკვეთაა.
მთავარსარდალმა გასცა ამ დარტყმების ბრძანება, რათა ირანულმა ძალებმა პასუხი აგონ“, - დასძინა არმიამ და მიუთითა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე“.











