აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ მკაცრი გაფრთხილება გააჟღერა. პრეზიდენტმა პირდაპირ მიანიშნა, რომ თეირანის მხრიდან მისი სიცოცხლის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობა ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო პასუხს გამოიწვევს.
ტრამპის თქმით, მას გაცემული აქვს მკაფიო ინსტრუქციები შესაბამისი უწყებებისთვის.
ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში, აშშ-ის სამხედრო ძალები თავს დაესხმებიან ირანის ყველაზე მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ობიექტებს.
პრეზიდენტის განმარტებით, აღნიშნული მოქმედებები ირანს "პირისაგან მიწისა აღგვის" საფრთხის წინაშე დააყენებს.
ეს განცხადება წარმოადგენს ტონის გამკაცრებას, რითაც ვაშინგტონი ცდილობს, შეაკავოს თეირანი აგრესიული ქმედებებისგან.
აღნიშნული რიტორიკა კიდევ უფრო ამძაფრებს ისედაც დაძაბულ ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მსგავსი განცხადებები მიზნად ისახავს არა მხოლოდ ირანის ლიდერებისთვის პირდაპირი საფრთხის შეტყობინებას, არამედ აშშ-ის შიდა პოლიტიკურ არენაზე ძლიერი ლიდერის იმიჯის გამყარებას.
ირანის ოფიციალური უწყებებისგან საპასუხო განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა რეგიონში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება.




