აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკვე მეორედ მიიღო რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, რეზოლუციას მხარი რამდენიმე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დაუჭირა.
სააგენტოს ცნობით, რეზოლუციას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, თუმცა ის ნათლად აჩვენებს, რომ ირანთან კონფლიქტი საზოგადოებაში არაპოპულარულია.
სტატიის მიხედვით, რესპუბლიკელი კანონმდებლების ნაწილი შიშობს, რომ კონგრესის შუალედურ არჩევნებზე, რომლებიც ნოემბერში გაიმართება, სპარსეთის ყურეში ომის საკითხის გამო ამომრჩევლებს უარყოფით რეაქცია ექნებათ.
წარმომადგენელთა პალატაში რეზოლუცია 214 ხმით 208-ის წინააღმდეგ მიიღეს.
ცნობისთვის, ივნისში წარმომადგენელთა პალატამ ანალოგიური რეზოლუცია მიიღო. მაშინაც მას მხარი დაუჭირა იმავე ოთხმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა: თომას მასიმ, უორენ დევიდსონმა, ბრაიან ფიცპატრიკმა და ტომ ბარეტმა.
ირანთან ომის საწინააღმდეგო რეზოლუციას ასევე კენჭს უყრიან სენატშიც.









