აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საკმაოდ მალე ნათენზის ბირთვულ ობიექტს დაარტყამენ.
ამის შესახებ მან ლიბანის პრეზიდენტ ჯოზეფ აუნთან შეხვედრის ფარგლებში, მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა.
„ჩვენ სავარაუდოდ, ძალიან მალე დავარტყამთ ამ ტერიტორიას და ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გახდებიან. იცით, ჩვეულებრივ, მე ამას არ ვიტყოდი, რომ მიმაჩნდეს, რამის გაკეთება შეუძლიათ. ჩვენ ამ ტერიტორიას საკმაოდ მალე დავარტყამთ და ძალიან ძლიერად“, – აღნიშნავს ტრამპი.
კითხვაზე – თვლის თუ არა, რომ ირანმა ბირთვული ცენტრიფუგები ამ ობიექტზე გადაიტანა, ტრამპმა უპასუხა, რომ ამის ოფიციალური დამადასტურებელი ცნობა არ აქვთ.









