ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა აუკრძალა პრეზიდენტს, ერთპიროვნულად გაიყვანოს ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან. ამისთვის პრეზიდენტს სენატის ან კონგრესის თანხმობა დასჭირდება.
კანონპროექტის ინიციატორები რესპუბლიკელი მარკო რუბიო და დემოკრატი ტიმ კეინი იყვნენ. მოელიან, რომ პრეზიდენტი ბაიდენი კანონს ხელს მომდევნო დღეებში მოაწერს.
"უკრაინაში ვლადიმირ პუტინის ომისა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ NATO კვლავ ძლიერი რჩება",- განაცხადა ტიმ კეინმა.
მისი თქმით, მიღებული ცვლილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებასა ნატოს მიმართ, რომელიც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს.