აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს ისრაელის არსებობის უფლებას და „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
რეზოლუციას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 412-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
რეზოლუციას მხარი მხოლოდ ორმა წევრმა არ დაუჭირა. კერძოდ, დემოკრატმა, რაშიდა ტლაიბიმ, რომელიც მიჩიგანს წარმოადგენს კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, ხოლო რესპუბლიკელმა, ტომას მასიმ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა.