აშშ-ის კონგრესმა საბოლოოდ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც რუსეთიდან ურანის შეძენას კრძალავს. წერს Bloomberg.
კანონპროექტს, რომელიც ამ კვირის დასაწყისში სენატმა დაამტკიცა, ქვედა პალატაში ხუთშაბათს უყარეს კენჭი. მას პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს ხელი.
ბირთვული საწვავის იმპორტის აკრძალვა უფრო ფართო გეგმის ნაწილია, რომელიც აშშ-ში ურანის შიდა მიწოდების ჯაჭვის აღდგენას ისახავს მიზნად.
2027 წლის ბოლომდე, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა ამერიკული კომპანიებისგან წელიწადში მინიმუმ 20 ტონა რეაქტორის საწვავი უნდა შეიძინოს. თუმცა, ადგილობრივი წარმოებისთვის მილიარდობით დოლარის გამოყოფაზე კენჭისყრა სენატში ვერ შედგა, რადგან რესპუბლიკელებმა უკრაინის დახმარების კანონპროექტი დაბლოკეს, რომელიც ამ თანხასაც მოიცავდა. ამავდროულად, სენატში განიხილება წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც რუსული ურანის იმპორტს 2028 წლის შემდეგაც აკრძალავს.