უნგრეთში დასრულდა 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმის მიცემის პროცედურა და მიმდინარეობს მიცემული ხმების დათვლა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დათვლილია ბიულეტენების 81,49% და დადგენილია, რომ „ტისას“ მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 53,53%-მა, „ფიდესს“ - 37,84%-მა, პარტიას „ჩვენი ქვეყანა“ კი 5,94%-მა
თითქმის ყველა ერთმანდატიან ოლქში ბიულეტენების 65%-ზე მეტია დათვლილი და 103 ოლქიდან 91-ში „ტისას“ კანდიდატები იმარჯვებენ, 12-ში კი „ფიდესის“ კანდიდატები.
უნგრეთის პარლამენტის 199 წევრიდან 106 აირჩევა ერთმანდატიან ოლქებში მაჟორიტარული ხმის მიცემის სისტემით, ხმათა უბრალო ფარდობითი უმრავლესობით, ხოლო დანარჩენი 93 კი პროპორციული სისტემით.
არსებული მონაცემებით პარლამენტში სამი პარტია ხვდება. იმ შემთხვევაში, თუ „ჩვენი ქვეყანა“ 5%-იან ზღვარს ვერ გადალახავს, „ტისას“, დიდი ალბათობით, საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება.
„ტისას“ გამარჯვება აღიარა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა. პეტერ მადიარს კი გამარჯვება მიულოცეს ევროპის ქვეყნების ლიდერებმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა.
„მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას - როგორც მოკავშირეებთან და ევროკავშირის წევრებთან“, - წერს შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი X-ზე.
Congratulations to @magyarpeterMP on TISZA's historic victory in the Hungarian election! I look forward to working closely with you – as Allies and EU Members. This marks a new chapter in the history of Hungary.
— Ulf Kristersson (@SwedishPM) April 12, 2026
„ახლახან ვესაუბრე პეტერ მადიარს, რათა მიმელოცა მისთვის უნგრეთში გამარჯვება!
საფრანგეთი მიესალმება ამ გამარჯვებას, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს უნგრელი ხალხის დემოკრატიულ ჩართულობას და ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებებისადმი და უნგრეთის ადგილს ევროპაში.
მოდით, ერთად ავაშენოთ უფრო სუვერენული ევროპა ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების, ჩვენი კონკურენტუნარიანობისა და ჩვენი დემოკრატიის გულისთვის“ - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ფეისბუქზე.
„უნგრეთმა აირჩია ევროპა.
ევროპამ ყოველთვის აირჩია უნგრეთი.
ქვეყანა უბრუნდება თავის ევროპულ გზას.
<ევრო>კავშირი ძლიერდება“ - დაწერა X-ზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
Hungary has chosen Europe.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) April 12, 2026
Europe has always chosen Hungary.
A country reclaims its European path.
The Union grows stronger.
Magyarország Európát választotta.
Európa mindig Magyarországot választotta.
Egy ország visszatér az európai útjára.
Az Unió erősebbé válik.



