ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ" იტყობინება.
 

ანკარაში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრა დასრულდა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ზელენსკი ვაჰდეტინის კომპლექსში ოფიციალური ცერემონიით მიიღო.

შეხვედრაზე ლიდერებმა უკრაინაში არსებული ვითარება, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა და სხვა საერთაშორისო საკითხები განიხილეს.

პრეზიდენტების შეხვედრა 2,5 საათს გაგრძელდა. პრეზიდენტების მოლაპარაკებების პარალელურად გაიმართა დელეგაციების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში.