პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა არაა დარწმუნებული, დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ანექსირებულ ყირიმს. თუმცა მან აღნიშნა, რომ, მისი რწმენით, კიევი კონტროლს აღადგენს ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკზე. პოლონეთის პრეზიდენტის სიტყვებს როგორც უკრაინაში, ისე პოლონეთში კრიტიკა მოჰყვა.
"არ ვიცი ყირიმს თუ დაიბრუნებს, მაგრამ მჯერა დონეცკსა და ლუგანსკს დაიბრუნებენ". – თქვა დუდამ Kanal Zero-სთან საუბრის დროს.
დუდამ ყირიმს განსაკუთრებული ადგილი უწოდა და აღნიშნა, რომ ისტორიულად ნახევარკუნძული რუსეთის ხელში დიდი ხნის განმავლობაში იყო.
"ყირიმი განსაკუთრებული ადგილია... მათ შორის ისტორიული მიზეზების გამო, რადგან, რეალურად, ისტორიულად რომ შევხედოთ, ის ძირითადად რუსეთის ხელში იყო". – თქვა დუდამ.