ასეთი განცხადება აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოში წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ არ იქნება წინააღმდეგი რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინისთვის დახმარების დამტკიცების თუ ამ დახმარებას სესხის სახე მიეცემა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ ეს სესხის სახით და არა უბრალოდ საჩუქრის სახით“. ჩვენ ვაგრძელებთ მილიარდობით დოლარის საჩუქრების გაცემას და ამას მივხედავთ, მაგრამ ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ევროპამ წინ უნდა გადადგას ნაბიჯი და ფული გასცეს. ევროპელი მოკავშირეები უნდა დაგვეწიონ ჩვენ და თუ ასე არ მოიქცევიან, მე ძალიან გავბრაზდები, - თქვა ტრამპმა.
ყოფილ პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარდაჭერა არ არის ამერიკის სასიცოცხლო ინტერესი და რომ ევროპამ უნდა უზრუნველყოს დახმარების ძირითადი ნაწილი. მისი შეხედულებები დიდ გავლენას ახდენდა რესპუბლიკელ კონგრესმენებზე და ართულებდა უკრაინისთვის დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა უკრაინის 60-მილიარდიანი დახმარების მომცველი ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსების პაკეტის კანონპროექტის განხილვაზე უარი იმის გამო თქვა, რომ წარმომადგენელთა პალატაში ტრამპის მოკავშირეები ეწინააღმდეგებიან კიევისთვის მეტი დახმარების გაწევას, ულტრამემარჯვენე რესპუბლიკელი მარჯორი ტეილორ გრინი კი ჯონსონს სპიკერის პოსტიდან გადაყენების პროცედურის წამოწყებით ემუქრება.
რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარების საკითხის განხილვის დროს რესპუბლიკელ კონგრესმენთა დიდი ნაწილი მუდმივად აპელირებს ნატოს წევრი ევროპის ქვეყნების მიერ თავდაცვისთვის მშპ 2%-ის გამოყოფის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობაზე და მათ უკრაინისთვის არასაკმარისი დახმარების და მათ უკრაინის დახმარების ტვირთის აშშ-ს გადასახადის გადამხდელების კისერზე აკიდების მცდელობაში ადანაშაულებს.
10 აპრილს, წარმომადგენელთა პალატაში, შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამართულ სხდომაზე, რომლის დღის წესრიგშიც „აშშ-ს სამხედრო პოზიცია და ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები ევროპაში" იყო, რესპუბლიკელმა სენატორებმა არაერთხელ წამოჭრეს ეს საკითხი.
რესპუბლიკელ კონგრესმენმა ჯეიმს ოსტინ სკოტმა აღნიშნა, რომ რუსეთი შეიარაღებაზე თავი მშპს-ს 6%-ს ხარჯავს, ამასთან მისი ეკონომიკა, მიუხედავად სანქციებისა, გაიზარდა 2023 წელს 3,6%-ით და ასეთ პირობებში ნატო ქვეყნების მიერ თავდაცვისთვის მშპ-ს 2%-ის გამოყოფა არასასაკმარისად მიიჩნია, რასაც მთლიანად დაეთანხმა შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი კრისტოფერ კავოლი.
ასევე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკლ ჯორჯ გლენ ვალცმა აღნიშნა, რომ ნატოს წევრი 32 ქვეყნიდან მშპ-ს 2%-საც კი არ ხარჯავენ შეიარაღებაზე საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი და იტალია.
ამასთან, 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებშივე, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თავის ცნობილ გამოსვლაში პირობა დადო, რომ მშპ-ს 2%-ის გამოყოფა კანონში ჩაიწერებოდა და მან ეს პირობა არ შეასრულა. ფაქტობრივად მათ წინააღმდეგ მისცეს ხმა. იტალიის პარლამენტის წინაშე პრემიერ-მინისტრმა მელონიმ განაცხადა, რომ 2023 წელს თავდაცვის ხარჯები გაიზრდებოდა. „თავისუფლებას ფასი აქვს", - თქვა მან, ფაქტობრივად კი ხარჯები შემცირდა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი 2029 წლისთვის გვპირდება ხარჯების გაორმაგებას, - განაცხადა ვალცმა და იქვე ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილა, რომ ხარჯები თავდაცვაზე მედლის მხოლოდ ერთი მხარეა.
რითაც ეხმარებიან, ხშირად, დაგვიანებით აღწევს ადგილამდე ან საშინელ მდგომარეობაშია. უკრაინა უარს ამბობს გერმანულ „ლეოპარდებზე". ასეთივე მდგომარეობა იყო ავღანეთში. ისინი წლებში განმავლობაში დაგვიანებით გამოყოფდნენ მცირეოდენ დახმარებას და ხშირ შემთხვევაში, საბრძოლო მასალა თუ ტექნიკა საშინელ მდგომარეობაში იყო, - თქვა ვალცმა და მოსმენაზე მიწვეულ თავდაცვის მინისტრის თანაშემწეს საერთაშორისო საკითხებში სელესტ ვალანდერს ჰკითხა, აიღებდა თუ არა ის ვალდებულებას, რომ სამ წელიწადში ნატოს ოცდათორმეტივე ქვეყნის სამხედრო ხარჯები მიაღწევდა შეთანხმებულ ნიშნულამდე.
„ჩვენ ვიღებ ვალდებულებას ვიმუშაოთ იმ მოკავშირეებთან, რომლებმაც არ შეასრულეს საჭირო ვალდებულებები", - პასუხა ვალცს სელესტ ვალანდერმა.