პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას განცხადებით, დღეს უკრაინა არის ადგილი, სადაც ჩვენი უსაფრთხოების ბედი წყდება. ამის შესახებ მან ფინელ კოლეგა საული ნიინისტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ რუსეთი არ დამარცხდება, ის კვლავ განახორციელებს თავდასხმას. როგორც მან აღნიშნა, უკრაინამ NATO–ში შესვლის გარანტია უნდა მიიღოს.

„როგორც პოლონეთი, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ამის გაკეთებას გავაგრძელებთ. ჩვენი აზრით, ეს უნდა გაკეთდეს სრულ გამარჯვებამდე, ანუ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენამდე. უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები და ჩვენი აზრით, ეს არის ნატოში შესვლის გარანტია. ჩვენ ამ გზაზე ჩვენს მეზობელს მხარს ვუჭერთ“, - აღნიშნა ანჯეი დუდამ.

მისი თქმით, პოლონეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.