უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს უნგრელი ხალხისთვის საფრთხედ მიიჩნევს. ამის შესახებ სიბიგამ უკრაინულ გამოცემა "ევროპეისკა პრავდასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
სიბიგამ კომენტარი გააკეთა უნგრეთის მხრიდან ბოლო არამეგობრული განცხადებების შესახებ.
"ჩვენ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ერთადერთი დაბრკოლებაა. უფრო მეტიც, მე მჯერა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი თავისი ხალხისთვის საფრთხეს ქმნის", - განაცხადა სიბიგამ.
მინისტრის თქმით, ეს ეხება არა მხოლოდ უნგრეთში მცხოვრებ უნგრელებს, არამედ უკრაინაში მცხოვრებლებსაც.
"რადგან ის ბლოკავს უნგრელი ხალხის ნაწილის საერთო ევროპულ სივრცეში გაწევრიანებას", - განმარტა სიბიგამ.







