გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ე.წ. "აგენტების კანონის" საბოლოოდ მიღების ფაქტს ეხმიანება.

"საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ უგულებელყოფს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, რომელიც ყოველდღიურად გამოდის ქუჩებში ევროპული მომავლისთვის. მთავრობა აშორებს ქვეყანას ევროპისგან. არასდროს არის გვიან კურსის შეცვლა", – წერს ბერბოკი სოციალურ ქსელში.