გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა, – იუწყება Der Spiegel.

მისი ცნობით, ბერბოკმა გააჟღერა მოწოდება საერთაშორისო მხარდაჭერის გაზრდაზე.

„რუსული რაკეტებისა და დრონებისგან დასაცავად უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვა სჭირდება. ახლა ჩვენ ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ, რათა უკრაინა გადარჩეს და პუტინის ჯარები ჩვენს საზღვრებთან მალე არ აღმოჩნდნენ“, - განაცხადა მან.

როგორც გამოცემა იტყობინება, მინისტრის მოგზაურობა ხარკოვში უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გაუქმდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში რუსეთი სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რიგით მეშვიდედ სტუმრობს.