საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შესაძლებლობა, რომელსაც ათი ათასობით ადამიანი ქუჩაში იცავს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

"საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შესაძლებლობა, რომელსაც ათი ათასობით ადამიანი ქუჩაში იცავს. მისი საფუძველია დემოკრატიული, ცოცხალი და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება. ხელისუფლების გადასაწყვეტია, უნებურად არ გადაკეტოს მომავლის გზა", - წერს ანალენა ბერბოკი.