- Tesla-ს გენერალური დირექტორი ილონ მასკი (2,28 მილიარდი აშშ დოლარი);
- Discovery Inc.-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ზასლავი (129 მილიონი აშშ დოლარი);
- Palo Alto Networks-ის აღმასრულებელი დირექტორი (125 მილიონი აშშ დოლარი);
- Oracle-ის დირექტორთა საბჭოს წევრი მაიკლ ჰერდი (108 მილიონი აშშ დოლარი);
- Oracle-ის გენერალური დირექტორი საფრა კაცი (108 მილიონი აშშ დოლარი);
- T-Mobile US-ის გენერალური დირექტორი ჯონ ლეჯერი (67 მილიონი აშშ დოლარი);
- The Walt Disney-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი რობერტ აიგერი (66 მილიონი აშშ დოლარი);
- PTC-ის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი ჯეიმს ჰეპელმანი (50 მილიონი აშშ დოლარი);
- Estée Lauder-ის პრეზიდენტი ფაბრიციო ფრიდა (48 მილონი აშშ დოლარი);
- J2 Global-ის აღმასრულებელი დირექტორი (45 მილიონი აშშ დოლარი).
ამერიკული კომპანიების ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელების რეიტინგის ლიდერი ილონ მასკია

1558964081
2018 წელს, ილონ მასკის შემოსავალმა კომპანია Tesla-დან 2,28 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რის შედეგადაც იგი აშშ-ის კომპანიების ხელმძღვანელებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანია. შესაბამისი რეიტინგი The New York Times-მა შეადგინა.
სიის შედგენისას NYT-ის მიერ გათვალისწინებულია ისეთი ფაქტორები, როგორიც არის ფიქსირებული ანაზღაურება, ბონუსები და აგრეთვე აქციებითა და ოფციონებით ფასიანი ქაღალდების გადახდები.
ილონ მასკის ანაზღაურება კომპანია Tesla-ში 4 575 310%-ით გაიზარდა. ამასთან, ბიზნესმენის ხელფასი აქედან მხოლოდ 55 ათასი აშშ დოლარია, ხოლო დანარჩენი თანხა - კომპანიის აქციების ოფციონებია.
ამერიკული კომპანიების ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელების სია კი ასე გამოიყურება: