აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა გარდაუვალია.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა საბოლოოდ მოიტანს გრძელვადიან მშვიდობას კავკასიაში. ჩვენ მივიჩნევთ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა გარდაუვალია და ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი მხრიდან, კონსტრუქციული ძალისხმევა გამოვიყენოთ ამ მიზნის მისაღწევად", - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული სამშვიდობო შეთანხმება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს.