ალექსეი ნავალნი: აქ არის ჩემი სახლი! არ მეშინია! მე, მართალი ვარ!

1610911675
რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ, მოსკოვში "შერემეტევოს" აეროპორში დაკავებმადე მედიასთან გააკეთა კომენტარი.
"პირველ რიგში მინდა ბოდიში მოვუხადო ამ რეისის მგზავრებს, ათასობით ადამიანი დაზარალდა იმის გამო, რომ დაკეტილი იყო "ვნუკოვოს" აეროპორტი. ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა იმის გამო, რომ აქ მოსასვლელი გზები გადაკეტეს, ასევე აქ შეაფერხეს გადადგილება. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე რა ხდება რუსეთში. მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ეს ჩემი არჩევანი იყო - დაბრუნება, არდაბრუნება, მაგრამ, ეს ყველაფერი აჩვენებს თუ როგორ უნდა იბრძოლო.
ღმერთო ჩემო, ეს მარტო ის კი არა არის, რომ ხელისუფლებაში ამაზრზენი და ქურდი ადამიანები არიან, უსინდისოები, რომლებიც დაკავებული არიან სისულელეებით... მათ ძალიან დიდი ქალაქის საავიაციო უსაფრთხოება დააყენეს საფრთხოს ქვეშ, რატომ?
მე აქ ჩამოვფრინდი და მინდა განვაცხადო, რომ ბედნიერი ვარ, რომ ჩამოვფრინდი. ბოლო 5 თვეში ეს ჩემი საუკეთესო დღეა. მიუხედავად იმისა რომ გერმანია საუკეთესო ქვეყანაა და მადლობელი ვარ ყველასი, პირველ რიგში ექიმების და ექთნების, აქ ჩემი სახლია. მეკითხებით - არ გეშინიათ? არა! მე არ მეშინია! მე აბსოლუტურად მშვიდად გავივლი სასაზღვრო კონტროლს და წავალ სახლში. იმიტომ რომ მე ვიცი - მართალი ვარ!
ყველა სისხლის სამართლის საქმე ჩემს წინააღმდეგ ფაბრიკაციაა. ევროპულმა სასამართლომ ჩემს სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება. ასე რომ - მე არ მეშინია! - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ.
განცხადებიდ გაკეთებიდან რამდენიმე წუთში კი პოლიციამ ის დააკავა. ამ დროისთვის მისი ადგილდამყოფელი უცნობია.
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც გასულ ზაფხულს “ნავიჩოკით” მოწამლეს, ცოტა ხნის წინ გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა. თვითმფრინავი, რომელშიც ის იჯდა "ვნუკოვოს" აეროპორტში უნდა დამჯდარიყო, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს, მოგვიანებით კი თვითმფინავი "შერემეტევოს" აეროპორტში დაჯდა.