ახალი კვლევის თანახმად, საკვებ დანამატი ომეგა-3 აგრესიასაც ამცირებს. კვლევა ჟურნალ Aggression and Violent Behavior-ში გამოქვეყნდა.

ძველ კვლევებში ომეგა-3 შიზოფრენიის პრევენციასთან დაკავშირდა. რაც შეეხება აგრესიას, ის და ანტისოციალური ქცევები ნაწილობრივ საკვები ნივთიერებების ნაკლებობასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, რასაც ვჭამთ, ის პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენი ტვინის ქიმიასთან.

კვლევა პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს. ისინი 3 918 ადამიანს დააკვირდნენ. ომეგა-3-ის მიღებამ მათში აგრესია 28%-ით შეამცირა.

აღსანიშნავია, რომ კვლევამ მოიცვა როგორც ახალგაზრდები, ისე ზრდასრულები.

მკვლევრები ფიქრობენ, რომ ომეგა-3 ამცირებს ანთებას და დადებითად მოქმედებს ტვინის სასიცოცხლო ფუნქციებზე. სწორედ ეს უნდა იყოს აგრესიის შემცირების მიზეზი. ამასთან დაკავშირებით შეკითხვები ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ მეცნიერები კვლევების მასშტაბების გაზრდას გეგმავენ.