ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თქმით, აშშ ომში "სიონისტური რეჟიმის გადასარჩენად ჩაერთო, თუმცა, ვერაფერს მიაღწია". ამის შესახებ ხამენეი X-ზე წერს.
"გილოცავთ მცდარი სიონისტური რეჟიმის დამარცხებას. ამ არეულობისა და ყველა ამ განცხადების ფონზე, სიონისტური რეჟიმი პრაქტიკულად განადგურდა და დაემხო ისლამური რესპუბლიკის დარტყმებით.
გილოცავთ ჩვენი ძვირფასი ირანის გამარჯვებას აშშ-ს რეჟიმზე. აშშ-ს რეჟიმი ომში ჩაერთო ზუსტად იმის გამო, რომ იგრძნო – სიონისტური რეჟიმი სხვა შემთხვევაში სრულად განადგურდებოდა. ის ომში რეჟიმის გადარჩენის მცდელობით ჩაერთო, თუმცა, ვერაფერს მიაღწია.
ისლამურმა რესპუბლიკამ აშშ-ს სახეში ძლიერი სილა გააწნა. ირანი თავს დაესხა და ზიანი მიაყენა ალ-უდეიდის ავიაბაზას, რომელიც რეგიონში აშშ-ს ერთ-ერთი მთავარი ბაზაა.
ის ფაქტი, რომ ისლამურ რესპუბლიკას აქვს წვდომა რეგიონში აშშ-ს საკვანძო ცენტრებზე და შეუძლია გადადგას ნაბიჯები, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ქმედებები შესაძლოა მომავალში გამეორდეს. ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში, მტერი აუცილებლად გადაიხდის მძიმე ფასს". - წერს ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.








