ნიდერლანდების მთავრობის მეთაურის ოფიციალური დანიშვნა NATO-ს გენერალური მდივნის პოზიციაზე ოთხშაბათს, 26 ივნისს მოხდება. ამის შესახებ AFP დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
NATO-ს წევრი 32-ვე ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენელმა ოფიციალურად დაამტკიცა რუტეს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნა, აცხადებენ AFP-ის წყაროები.
მათივე ცნობით, რუტე ვის უფლებამოსილების განხორციელებას 1 ოქტომბერს შეუდგება, როცა NATO-ს მოქმედი გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მანდატი დასრულდება.