ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირანულ კომერციულ გემზე უკრაინის მიერ განხორციელებულ თავდასხმას, რომელსაც ერთი მეზღვაურის სიცოცხლე ემსხვერპლა, ირანი უპასუხოდ არ დატოვებს.
მისივე თქმით, ეს პოზიცია ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრის დროსაც გააჟღერა.
„ზელენსკიმ ირანის კომერციულ გემზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც მეზღვაური დაიღუპა. ეს არის გაერო-ს ქარტიის აშკარა დარღვევა, რომელიც ისრაელის დავალებით განხორციელდა, რათა ევროპა საკუთარ ომში ჩაითრიოს. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კალასთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლავროვთან გამართულ სატელეფონო საუბრებში მკაფიოდ განვაცხადე, რომ ის, რაც კიევში მყოფმა ამ მუქთახორამ ჩაიდინა, უპასუხოდ ვერ დარჩება“, – წერს არაღჩი სოციალურ ქსელში.











