ყველა ხიდი და შენობა უფრო უკეთესი აშენდება, რაც არასდროს აღდგება, ამერიკის რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანია, – ასე ეხმაურება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ირანის ქალაქ კარაჯში ხიდზე განხორციელებულ თავდასხმას.
მისი თქმით, ხიდზე მიტანილი იერიშის გამო ირანელები დანებებას არ აპირებენ.
„სამოქალაქო სტრუქტურების, მათ შორის დაუმთავრებელი ხიდების დაბომბვა ირანელებს დანებებას ვერ აიძულებს. ეს მხოლოდ ქაოსში მყოფი მტრის დამარცხებასა და მორალურ კოლაფსს აჩვენებს. ყველა ხიდი და შენობა უფრო უკეთესი აშენდება. რაც არასდროს აღდგება, ამერიკის რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანია“, – წერს არაღჩი.
ამასთან, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ხიდზე თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 95 დაშავდა.
ქალაქ კარაჯში მომხდარ იერიშს ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტიც. დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ხიდზე განხორციელებული დარტყმაა ასახული. მისი თქმით, აშშ-მა ირანის ყველაზე დიდი ხიდი გაანადგურა და თეირანმა შეთანხმება იქამდე უნდა დადოს, ვიდრე ამის დრო აქვს.
Striking civilian structures, including unfinished bridges, will not compel Iranians to surrender.
— Seyed Abbas Araghchi (@araghchi) April 2, 2026
It only conveys the defeat and moral collapse of an enemy in disarray. Every bridge and building will be built back stronger. What will never recover: damage to America's standing. pic.twitter.com/872zuE36qD




