ირანი მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის - როგორც აშშ-სთან სამხედრო დაპირისპირების განახლებისთვის, ისე მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა.
"ჩვენ მზად ვართ ორივე სცენარისთვის: ან დავუბრუნდებით ბრძოლის ველსა და ომს, ან დავუბრუნდებით მოლაპარაკებების მაგიდას, გავმართავთ მოლაპარაკებებს და ავირჩევთ დიპლომატიის გზას. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რას აირჩევს მეორე მხარე", - განაცხადა მან ნიუ-დელიში გამართულ პრესკონფერენციაზე.







