ამის შესახებ ინფორმაცია ანალიტიკურ ცენტრ Ember-ის წლიურ ანგარიშშია მოცემული.
Ember-ის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს წარმოებული ელეტროენერგიაში ატომური ელექტროსადგურების წილი შეადგენს 23,7%-ს, ქარის ელექტროსადგურების 17,4%-ს, გაზზე მომუშავე ელექტროსადგურების კი 15,7%-ს.
ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებულმა ელექტრონერგიამ მთლიანი გამომუშავების 13,2% შეადგინა, რაც 2,1%-ით მეტია, ვიდრე მზის სადგურების მიერ გამომუშავებული.
ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის წილი პირველად ჩამოსცდა 10%-ს და 9,8% შეადგინა.
ბიოსაწვავით ევროკავშირში 2024 წელს ელექტროენერგიის 5,5% გამოიმუშავეს. ნავთობპროდუქტებით და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით წარმოებული ელექტროენერგიის წილი 3,4%-ს შეადგებს, ხოლო გეოთერმული და წყლის ტალღის ენერგიის წილად 0,3% მოდის,
ამრიგად, განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილმა 47,5 % შეადგინა, ხოლო გაზზე, ნახშირზე, სხვა წიაღისეულ საწვავზე და ნარჩენებზე, აგრეთვე ატომურ ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების წილმა კი 52,6%.
ევროკავშირში 2024 წელს ყველაზე მეტად მზის სადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა გაიზარდა. 2023 წელთან შედარებით ზრდამ 21,7% შეადგინა. ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა 9,8%-ით არის გაზრდილი, ატომური ელექტროსადგურების 4,7%-ით, ქარის ელექტროსადგურების კი 1,5%-ით.
ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა 15,7%-ით შემცირდა, გაზზე მომუშავე ელექტროსადგურების კი 5,6%-ით.
საქართველოში 2024 წელს განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წილმა 80,2% შეადგინა, თბოსადგურების მიერ წარმოებულის წილმა კი 19,8%.
ჰიდროელექტროსადგურების მიერ 2024 წელს 11344,4 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია იქნა წარმოებული, რაც 4,4%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.
ქარის ჰიდროელექტროსადგურმა 2024 წელს 77,6 მლნ კვტსთ გამოიმუშავა, რაც წინა წლის მაჩვენებელს (86,1 მლნ კვტსთ) 9,9%-ით ნაკლებია.
თბოელექტროსადგურების მიერ 2024 წელს გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 3,4465 მლრდ კვტსთ-დან 2,8122 მლრდ კვტსთ-მდე ანუ 18,4%-ით შემცირდა.