ლეგენდარული, ეგვიპტელი მსახიობი ომარ შარიფი 83 წლის ასაკში გულის შეტევით ქაიროს საავადმყოფოში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას CBS NEWS-თან საუბრისას შარიფის პირადი აგენტი ადასტურებს.
იგი 1962 წელს კინორეჟისორმა დევიდ ლინმა გადაიღო ფილმი ,,არაბეთის ლოურენსი", რომელმაც დაიპყრო მთელი დასავლეთი, ამ ფილმში მთავარი როლი ომარ შარიფმა შეასრულა, რისთვისაც ოსკარი დაიმსახურა და მთელმა მსოფლიომ გაიცნო, ამას მოჰყვა მისი დაუვიწყარი როლები ფილმებში: ,,დოქტორი ჟივაგო", ,,ყვითელი როლს–როისი" და "მწვანე ყინული". 70–იან წლებში ომარმა ითამაშა ფილმში ,,უკანასკნელი ველი", 1974 წელს ფილმში ,,თამარინდის თესლი". მან აგრეთვე კომედიურ ჟანრშიც სცადა ბედი, რისი მაგალითიც იყო 1984 წელს გადაღებული ფილმი ,,საიდუმლო", ამის შემდეგ იგი დიდხანს ფილმებში არ მონაწილეობდა, მხოლოდ სერიალებში გამოდიოდა, 1999 წელს კი გადაიღეს ფილმში ,,მეცამეტე დამპყრობელი".
ომარ შარიფმა 1962 წელს მიიღო ოსკარი ფილმისთვის ,,არაბეთის ლოურენსი", 1966 წელს მიიღო ჯოლანდ გალუბის ჯილდო ფილმისთვის ,,დოქტორი ჟივაგო", 2004 წელს მიიღო არაბული საზოგადოების ჯილდო ხელოვნების სფეროში შეტანილი წვლილისათვის და ამავე წელს დაიმსახურა სეზერის პრიზი ფილმისათვის ,,ბიძა იბრაჰიმი".
ომარ შარიფი 1932 წლის 10 აპრილს ეგვიპტეში, ქალაქი ალექსანდრიაში, ლიბანური წარმოშობის კათოლიკურ ოჯახში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელია მიშელ დიმიტრი შალჰუბი.